CyberSTAR-ის დახმარების მაგიდა

ვისთვის არის განკუთვნილი

დახმარების მაგიდა უფასო დახმარებას უწევს:

  • აქტივისტებს
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს
  • უფლებადამცველებს
  • რისკის ქვეშ მყოფ უფლებადამცველ ორგანიზაციებს
  • დამოუკიდებელ მედიასა და მედიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს
  • ჟურნალისტებს
  • LGBTQIA+ ჯგუფებს
  • ქალებს
  • ახალგაზრდებს

რას აკეთებს დახმარების მაგიდა

ჩვენ ვეხმარებით ინდივიდებსა და ჯგუფებს, დარჩნენ უსაფრთხოდ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას, საექსპერტო რჩევებსა და დამუშავებულ რესურსებს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოვაგვაროთ თქვენი პრობლემა, ჩვენ ასევე ვცდილობთ მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ცოდნა და ინსტრუმენტები.

ამასთანავე, ჩვენ გაგიწევთ გადაუდებელ დახმარებას, მონაცემთა გარღვევის ან თქვენი მოწყობილობისა თუ ანგარიშის დაზიანების შემთხვევაში.

სად ვმუშაობთ

ჩვენი პრიორიტეტი არის დავეხმაროთ ინდივიდებსა და ჯგუფებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ სხვა ადგილმდებარეობიდანაც.

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ ჩვენი მხარდაჭერა ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე შეგვიძლია, შეზღუდული მხარდაჭერა გავწიოთ აზერბაიჯანულ, ქართულ, რუმინულ, ტაჯიკურ და უზბეკურ ენებზე. თუ დახმარება გჭირდებათ არაბულ ენაზე, ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ ცალკე გამოყოფილი დახმარების მაგიდის საშუალებით.

ჩვენი სამუშაო საათები და პასუხის დრო

დახმარების მაგიდა იღებს შეკითხვებსა და თხოვნებს 24/7-ზე. ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვასა და თხოვნას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ჩვენი მხარდაჭერის კრიტერიუმებს, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გადავამისამართოთ და მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები 48 საათის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხის რეალური დრო შეიძლება განსხვავდებოდეს მოთხოვნების სირთულისა და ხელმისაწვდომი რესურსების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივმართოთ სხვა სანდო პარტნიორს, რომელიც ასევე გთავაზობთ უფასო დახმარებას.

დაგვიკავშირდით

რეგულარული ან PGP ელ. ფოსტა: [email protected]
PGP საჯარო გასაღები: 0x48DBF4C54E029DF5-pub
PGP საჯარო გასაღების თითის ანაბეჭდი: 4B62 67F0 D337 20F2 3C59 3A2C 48DB F4C5 4E02 9DF5
Signal / Whatsapp: +44 7421012110