პირადი მიმოწერით დაწყებული, კონფიდენციალური სამუშაო ფაილებით დამთავრებული – ჩვენ ვქმნით და ვინახავთ ძალიან ბევრ ღირებულ და სენსიტიურ მონაცემს. მათმა დაკარგვამ შეიძლება დააზიანოს თქვენი რეპუტაცია. მეტიც, შესაძლოა მოგიხდეთ სერიოზული ფინანსური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფასურის გადახდა. მნიშვნელოვანი და სენსიტიური მონაცემების დაცვა არასასურველი წვდომისგან, მოპარვისგან, ან დაზიანებისგან – ესეც ციფრული უსაფრთხოებაა.
