რატომ უნდა გამოიყენოთ პაროლების მენეჯერი

Illustration of a man holding two bags full of keys.

პაროლები არის თქვენი დაცვის პირველი ხაზი ყველასგან, ვისაც სურს მოიპაროს თქვენი ონლაინ-ანგარიშები ან ამ ანგარიშებზე არსებული ინფორმაცია. თქვენი ანგარიშების დასაცავად, უნდა გამოიყენოთ ძლიერი პაროლები, რომლებიც ჩვეულებრივ შეიცავს სიმბოლოების გრძელ და შემთხვევით კომბინაციებს. ასეთი პაროლების დამახსოვრება თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, უნდა გქონდეთ უნიკალური პაროლი თითოეული ანგარიშისთვის.

მაშ, როგორ უნდა დაიმახსოვროთ და შეინახოთ ყველა ეს პაროლი? გამოსავალი პაროლების მენეჯერია.

იფიქრეთ პაროლების მენეჯერზე, როგორც სეიფზე, სადაც შეინახავთ ათობით ან თუნდაც ასობით გასაღებს (პაროლს) ყველა თქვენი ანგარიშისთვის. ეს გაგიმარტივებთ ცხოვრებას, რადგან დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი პაროლის დამახსოვრება პაროლების მენეჯერში შესასვლელად. იქ ყველა თქვენს პაროლს შეინახავთ.

რას აკეთებს პაროლების მენეჯერი

  • ინახავს თქვენი ანგარიშების მონაცემებს
    სავარაუდოთ გაქვთ ათობით, ან თუნდაც ასობით სხვადასხვა ონლაინ-ანგარიში. ყველა ამ ანგარიშის (მომხმარებლის სახელების, ელ. ფოსტის მისამართების და პაროლების) მონაცემების ფურცელზე ჩამოწერა, ან კომპიუტერში შენახვა ძალიან ცუდი აზრია. პაროლების მენეჯერი აიოლებს ყველა ამ ანგარიშის შენახვას. ის იმახსოვრებს თქვენს ყველა პაროლს და ანგარიშების სხვა მონაცემებს.
  • ინახავს მათ უსაფრთხოდ
    პაროლების მენეჯერში ყველა თქვენი პაროლის შენახვა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მათი ჩაწერა ფურცელზე ან მოწყობილობაზე შენახვა. არავის არ შეუძლია გახსნას თქვენი პაროლების მენეჯერი, თუ მას ძალიან ძლიერი პაროლით იცავთ. დამატებითი სიფრთხილის სახით, თქვენ უნდა გამოიყენოთ ორნაბიჯიანი ვერფიკაცია თქვენი პაროლების მენეჯერის დასაცავად.
  • ქმნის ძლიერ, უნიკალურ პაროლებს
    პაროლების მენეჯერი ასევე აიოლებს ძლიერი პაროლების შექმნას. მისი წყალობით ყველა ანგარიშზე უნიკალური პაროლი გექნებათ. პაროლების მენეჯერი პაროლებს ქმნის თქვენს ნაცვლად. ამასთან, საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი პაროლების სიგრძე და სირთულე.

რომელი პაროლების მენეჯერი უნდა გამოიყენოთ

პაროლების მენეჯერი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს. არსებობს რამდენიმე საიმედო და უსაფრთხო ვარიანტი გადამხდელი მომხმარებლებისათვის. ზოგიერთ ანტივირუსულ პროგრამას გააჩნია ჩაშენებული პაროლების მენეჯერები. თუ გადაწყვეტთ გადაიხადოთ გამოწერის საფასური, მაშინ უსაფრთხო ვარიანტებია: 1Password, LastPass, Bitwarden Premium, Dashlane, Keeper, NordPass.

პაროლების ზოგიერთი მენეჯერი ასევე სთავაზობს უფასო სერვისს მომხმარებლებს, რომლებსაც არ სჭირდებათ მოწინავე ფუნქციები. თუ გადაწყვეტთ უფასო პაროლების მენეჯერის გამოყენებას, ყველაზე უსაფრთხო ღია კოდის მქონე პროგრამის არჩევაა. მაგალითად: BitWarden, KeePass, KeePassXC.

პაროლების მენეჯერები იყოფიან ორ ზოგად კატეგორიად, იმისდა მიხედვით, თუ სად ინახავენ მომხმარებლების ანგარიშების მონაცემებს. თუ იყენებთ ლოკალურ პაროლების მენეჯერს, როგორიცაა KeePassXC, ის ინახავს პაროლებს თქვენს მოწყობილობაზე. ასეთი პაროლების მენეჯერები გვთავაზობენ უკეთეს კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას, მაგრამ მათ სჭირდებათ გარკვეული დონის ტექნიკური ცოდნა და ციფრული “ჰიგიენა” მათი უსაფრთხოდ გამოსაყენებლად.

საპირწონედ, ღრუბლოვანი – პაროლების მენეჯერები ინახავენ პაროლებს ღრუბლოვან სერვერებზე. ეს ვარიანტი უფრო უსაფრთხოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ტექნიკური ცოდნა და არ შეუძლიათ მკაცრი ციფრული “ჰიგიენის” დაცვა, რომელიც მოიცავს ავტომატური სარეზერვო ასლების გაკეთებას. ორივე BitWarden -ი და KeePass -ი – უფასო ღრუბელოვანი-პაროლების მენეჯერიბია, ღია საწყისი კოდით, რომლებიც ცნობილები არიან მათი უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის.