რატომ უნდა გააკეთოთ სარეზერვი ასლები და სად უნდა შეინახოთ ისინი

მნიშვნელოვანი მონაცემების დაკარგვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გგონიათ. ეს ყველაზე ხშირად ხდება მომხმარებლის შეცდომის, ტექნიკის გაუმართაობის, მოწყობილობის მოპარვის, ან დაკარგვის და მავნე პროგრამის “წყალობით”. თქვენს მოწყობილობებზე არსებული ფაილებისთვის, მნიშვნელოვანი რისკებს წარმოადგენს ე. წ. “რენსომვეარები” და ჰაკერული შეტევები.
მნიშვნელოვანი ფაილების ყველა ამ რისკისგან დასაცავად, ერთადერთი გზაა ხშირად შექმნათ თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები. ისინი უნდა შეინახოთ მყარ დისკზე, გარე მეხსიერების მოწყობილობაზე, ან ღრუბელოვან სერვისზე. მონაცემთა სარეზერვო ასლების წყალობით, სწრაფად აღადგენთ მნიშვნელოვან ფაილებს თქვენს მოწყობილობებზე, დედანის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
სად უნდა შეინახოთ თქვენი სარეზერვო ასლები
თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლის შესანახად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობის მყარი დისკი, გარე მეხსიერების მოწყობილობა, ან ღრუბელი. თითოეულ ამ ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ლოკალური მყარი დისკი
ყველაზე მოსახერხებელი სარეზერვო დანიშნულების ადგილი არის თქვენი მოწყობილობის მყარი დისკი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დისკზე ცალკე დანაყოფი და იქ შეინახოთ სარეზერვო ასლები. ლოკალურ მყარ დისკზე მონაცემთა სარეზერვო ასლის შენახვის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ის ვერ გიცავთ მყარი დისკის სრული დაზიანების, მავნე პროგრამის, და თქვენი მოწყობილობის დაკარგვის ან მოპარვისგან.
გარე მეხსიერების მოწყობილობა
მხოლოდ მოწყობილობის იმედად რომ აღარ იყოთ, გამოიყენეთ გარე ვინჩესტები ან USB მეხსიერების ბარათი. მეხსიერების პორტატულ მოწყობილობაზე ბევრი მონაცემის შენახვა შეიძლება. თუ მათ დაშიფრავთ, ეს ძალიან საიმედოა. მათი გამოყენება არის უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი, ვიდრე დისტანციური სარეზერვო ასლების შექმნა.
თუმცა, ეს შესანახი მოწყობილობები დაუცველია ისეთი ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ, როგორიცაა წყალდიდობა და ხანძარი. მავნე პროგრამას შეუძლია თქვენს მთავარ დისკთან ერთად დააინფიციროს ეს მოწყობილობები. ასევე შეიძლება დაიკარგოს ან მოიპარონ.
Cloud-ის მეხსიერების სერვისი
მონაცემთა სარეზერვო ასლების შესაქმნელად, ღრუბლის გამოყენება სულ უფრო პოპულარული ხდება. ღრუბლოვანი სერვისების უმეტესობა გთავაზობთ დიდ ადგილს მეხსიერებისთვის და მონაცემთა დაშიფრვას. იქ ატვირთულ მონაცემებზე ნებისმიერ დროს გექნებათ წვდომა და შეძლებთ, მართოთ თქვენი მონაცემები ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობით.
ასე მონაცემებზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ, რადგან სარეზერვო ასლები იქნება შენახული შორს და საიმედოდ. გეცოდინებათ – რო რამე, მარტივად აღადგენთ მათ. გარდა ამისა, ღრუბელზე შეგიძლიათ, შეინახოთ ფაილის მრავალი ვერსია. ანუ, თუ დაგჭირდათ, ძველ ვერსიებსაც აღადგენთ. ერთი ისაა, ღრუბლოვანი სერვისები უფრო ნელი და ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ფაილების “ადგილობრივი” დარეზერვება. თანაც, ღრუბელზე შენახულ მონაცემებზე წვდომა ვერ გექნებათ ინტერნეტის გარეშე.
ღრუბლის შერჩევისას, მიანიჭეთ უპირატესობა იმათ, ვინც გთავაზობთ დაშიფრულ მეხსიერებასთან ერთად გთავაზობთ ე. წ. “ნულოვან ცოდნას”. რაც იმას ნიშნავს, რომ შემნახველი კომპანიაც კი შეძლებს თვენი ფაილების ნახვას. როგორც ჩვეულებრივ, ისე დაშიფრულ, “ნულოვანი ცოდნის” ღრუბლებზე ფაილების ატვირთვა შეგიძლიათ უფასოდ.
რომელ ღრუბელსაც არ უნდა იყენებდეთ, დარწმუნდით, რომ თქვენს ანგარიშს იცავთ ძლიერი და უნიკალური პაროლით და ჩართული გაქვთ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია.
“წესი 3-2-1” მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად
შეიძლება გქონდეთ ფაილები, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ ამ ფაილების სარეზერვო ასლებს ერთზე მეტ ადგილას შეინახავთ. სენსიტიური, კონფიდენციალური ან ღირებული მონაცემების დასაცავად, მიჰყევით სარეზერვო ასლების დაცვის “წესს 3-2-1”. ანუ ყოველთვის შეინახეთ თქვენი მონაცემების სამი ასლი, ორი სხვადასხვა ლოკალურ მოწყობილობაზე და ერთიც დისტანციურად.
ასე გამოვა, რომ მონაცემების ორიგინალი გექნებათ თქვენს მოწყობილობაზე, ერთი სარეზერვო ასლი პორტატული მეხსიერების მოწყობილობაზე და მეორე ღრუბელზე. ეს სისტემა შეგინარჩუნებთ მონაცემებს, იმ (ნაკლებად სავარაუდო) შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დაკარგავთ მის ორ ასლს ერთდროულად.