როგორ განვაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა Windows 10-ზე

თუ გსურთ, თქვენი კომპიუტერი დაიცვათ, მისი პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თქვენს მოწყობილობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფა ოპერაციული სისტემაა. Microsoft-ი ხშირად აქვეყნებს Windows 10-ის განახლებებს ახალი ფუნქციებითა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პატჩებით. Windows 10-ში ავტომატური განახლებები ნაგულისხმევი პარამეტრია (ანუ ავტომატურადაა ჩართული), მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მართოთ ის, თუ როგორ და როდის დაყენდება განახლებები.
რაც შეეხება ყველა სხვა აპლიკაციას თქვენს კომპიუტერში, ისინი აგრეთვე იღებენ ხოლმე მნიშვნელოვან განახლებებს. თქვენი გადასაწყვეტია – განაახლებთ მათ ხელით, თუ ოპერაციული სისტემას ამას ავტომატურად გააკეთებინებთ. თუ პირველს აირჩევთ, მაშინ უნდა შეამოწმოთ და დააინსტალიროთ განახლებები თვეში ერთხელ მაინც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ცვლილებების ჩასართავად, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს მოწყობილობაში ადმინისტრატორის ანგარიშით.
Windows 10-ზე ავტომატური განახლებების ჩართვა
იმის სანახავად, თუ რა განახლებებია უკვე მზად Windows 10-ზე დასაინსტალირებლად, და აგრეთვე ავტომატური განახლებების დასაგეგმად, აირჩიეთ ღილაკი სტარტი და გადადით განყოფილებაში პარამეტრები.
შემდეგ გადადით განყოფილებაში განახლება და უსაფრთხოება და მენიუში მარცხენა მხარეს აირჩიეთ Windows-ის განახლებათა ცენტრი.
აქ შეგიძლიათ იხილოთ ყველა მომლოდინე განახლება. Windows 10-ის ავტომატური განახლებების თქვენ გემოზე დასაყენებლად, გადადით ეკრანის ბოლოში და დააჭირეთ ღილაკს დამატებითი პარამეტრები.
თქვენ შეიძლება აკრძალული გქონდეთ აქ ცვლილებების შეტანა. თუ ეს მოხდა, სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ თქვენი კომპიუტერი არის “Windows-დომენის” ნაწილი. ყველაზე ხშირად ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს კომპიუტერს აკონტროლებს კომპანია, რომელშიც მუშაობთ.
განყოფილებაშიდამატებითი პარამეტრები, სექციის შეტყობინებების ჩვენება, როდესაც თქვენი კომპიუტერი განახლებების დასასრულებლად საჭიროებს გადატვირთვას გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს ჩართვა. შედეგად, მიიღებთ შეტყობინებას ყოველ ჯერზე, როცა კომპიუტერს დასჭირდება გადატვირთვა მნიშვნელოვანი განახლების შემდეგ.
ასევე, დარწმუნდით, რომ თარიღი არ არის დაყენებული ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ თარიღი მენიუს განყოფილებაში განახლებების შეჩერება. ამ ველში თარიღის მითითება გადადებს განახლებებს არჩეულ თარიღამდე.
სხვა აპლიკაციები: ჩართეთ განახლებების ავტომატური რეჟიმი ან დააინსტალირეთ ისინი ხელით
Windows 10-ში შეგიძლიათ დააყენოთ სხვა აპლიკაციების უმეტესობა ავტომატური განახლების რეჟიმზე, Microsoft Store-ის მეშვეობით. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს სტარტი და გადადით განყოფილებაში Microsoft Store.
Microsoft Store-ში, ზედა მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ სამ წერტილს (···) ანგარიშის მენიუში გადასასვლელად და შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ პარამეტრები.
მენიუში პარამეტრები, შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატური განახლებების რეჟიმი ყველა აპლიკაციისათვის (გარდა ოპერაციული სისტემისა). ამისათვის მომართეთ აპლიკაციების ავტომატური განახლების რეჟიმი ღილაკზე ჩართვა . ის განლაგებულია სექციაში აპლიკაციების განახლებები ფანჯრის ზედა ნაწილში.
თუ არ გსურთ, რომ თქვენს კომპიუტერში არსებული აპლიკაციები ავტომატურად განახლდეს, შეგიძლიათ შეამოწმოთ ყველა არსებული განახლება და ხელით დააინსტალიროთ ისინი. ამისათვის გადადით განყოფილებაში Microsoft Store და დააჭირეთ სამ წერტილს (···) ზედა მარჯვენა კუთხეში, რათა გადახვიდეთ ანგარიშის მენიუში. აირჩიეთ გადმოტვირთვა და განახლებები ჩამოსაშლელ მენიუში.
აქ შეგიძლიათ იხილოთ ყველა განახლება, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციებისთვის თქვენს კომპიუტერში (გარდა ოპერაციული სისტემისა). განახლებების დასაყენებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე განახლებების მიღება.
გახსოვდეთ, რომ თუ გადაწყვეტთ პროგრამული უზრუნველყოფა თქვენით განაახლოთ, მაშინ ეს ხშირად უნდა გააკეთოთ. ჩვენ გირჩევთ, თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოთ და დააინსტალიროთ განახლებები.