როგორ გავაგზავნოთ გაუჩინარებადი შეტყობინებები WhatsApp-ზე

ზოგადად, WhatsApp-ი უსაფრთხო მესენჯერია, რომელიც ნაგულისხმევად გთავაზობთ ორმხრივ დაშიფვრას. თუმცა, ის ნაკლებად აქცევს ყურადღებას მომხმარებლის კონფიდენციალურობას, Signal-ის ან Wire-ისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ს არ შეუძლია ჰქონდეს წვდომა თქვენს დაშიფრულ შეტყობინებებზე, ის მაინც აგროვებს უამრავ მეტამონაცემს თქვენზე (“ვინ, სად და როდის” ინფორმაციას შეტყობინებების შესახებ). ასევე ინფორმაციას თქვენს კონტაქტებსა და თქვენი მოწყობილობის შესახებ. WhatsApp-ი ამ ინფორმაციას თავის “მშობელ” კომპანიას, Facebook-ს უზიარებს. ამ ინფორმაციას ფეისბუკი შემდეგ იყენებს კომერციული მიზნებისთვის და უზიარებს თავის პარტნიორებს. მონაცემთა “გაჟონვის” შემთხვევაში, ყველა სენსიტიური მონაცემი შეიძლება ხელში ჩაუვარდეს უცხო პირებს.
თუ ამ რისკების მიუხედავად გადაწყვეტთ WhatsApp-ზე დარჩენას, იცოდეთ, რომ თავად შეტყობინებების გაგზავნა უსაფრთხოა, რადგან ისინი დაცულია ორმხრივი დაშიფვრით. თუ ავტომატურად გაქრობის ფუნქციას ჩართავთ, თქვენს საუბრებს და გაზიარებულ ფაილებს კიდევ უფრო საიმედოდ დაიცავთ. შეტყობინებებიც, ფოტოებიცა და ვიდეოებიც გაქრება მას შემდეგ, რაც ადრესატი მათ გახსნის.
დააყენეთ ფუნქცია შეტყობინებები გაქრობაზე
ინდივიდუალურ ჩატში შეგიძლიათ, ავტომატურად წაშალოთ ერთიკვირისწინანდელი მესიჯები. ამ ფუნქციას თუ ჩართავთ, WhatsApp-ი საიმედოდ წაშლის შეტყობინებებს თქვენი და მიმღების ტელეფონებიდან, გაგზავნიდან შვიდი დღის შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც WhatsApp-ი ამჟამად გვთავაზობს.
WhatsApp-ის ინდივიდუალურ ჩატში შეტყობინებების გაუჩირების ჩასართავად, გახსენით ჩატი და დააწკაპუნეთ კონტაქტის სახელზე. გადადით ქვემოთ და აირჩიეთ გაუჩინარებადი შეტყობინებები. მოთხოვნის შემთხვევაში, შეეხეთ ღილაკს გაგრძელება არჩევანის დასადასტურებლად.
აირჩიეთ On. როდესაც ჩართავთ შეტყობინებების გაუჩინარების ფუნქციას, ჩატში იხილავთ შესაბამის შეტყობინებას. აგრეთვე იხილავთ საათის ხატულას, რომელიც კონტაქტის პროფილის სურათზე გამოჩნდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეტყობინებების გასაუჩინარებელი ოპციის ჩართვა არაფერს არ უზამს მანამდე გაგზავნილ შეტყობინებებს. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ადრესატი მაინც შეძლებს შეტყობინებების გადაგზავნას, ეკრანისთვის სურათის გადაღებას, ან მედია ფაილების შენახვას.
ფუნქცია “ერთხელ ნახვის” გამოყენება
ფუნქცია “ერთხელ ნახვა” გაძლევთ საშუალებას, ნახვისთანავე გააქროთ თქვენი ფოტოები და ვიდეოები. ამ ფუნქციით უფრო აკონტროლებთ თქვენს კონფიდენციალურობას, ვიდრე მედია ფაილების ჩვეულებრივად გაგზავნისას. როგორც კი მიმღები გახსნის მედია ფაილს და შემდეგ ჩაკეცავს, ის წაიშლება. თუ მიმღები არ გახსნის ფაილს, ორ კვირაში დრო ამოიწურება და იგი გაქრება.
“ერთხელ სანახვ” ფაილს მარტივად გაარჩევთ – ამ დროის მისი წინასწარ ხილვა შეუძლებელია და ზედ დიდი „ერთიანი” აწერია. მედია ფაილები ფუნქციით „ერთხელ ნახვა“ არ ექვემდებარება გაზიარებას ან მოწყობილობაში შენახვას.
“ერთხელ სანახავი” ფაილის გასაგზავნად, გახსენით ინდივიდუალური ან ჯგუფური ჩატი და შეეხეთ ღილაკს მიმაგრება ( + ხატულა iPhone-ზე ან “სამაგრის” ხატულა Android-მოწყობილობაზე). აირჩიეთ ფოტო ან ვიდეო თქვენი მოწყობილობიდან. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეეხოთ ღილაკს კამერა და გადაიღოთ ფოტო ან ჩაწეროთ ვიდეო, რომელიც არ შეინახება თქვენს მოწყობილობაზე.
შეეხეთ “1”-ს შეტყობინებების ველში. თქვენ იხილავთ შეტყობინებას: „ფოტოს პარამეტრები დაყენებულია ოპციაზე “ერთხელ ნახავა“”, ხოლო შეტყობინების ველში „1“-ის ხატულა გახდება ლურჯი ფერის.
შეეხეთ ღილაკს გაგზავნა.
როგორც კი მიმღები გახსნის ფოტოს ან ვიდეოს, ჩატში “დასინვის” ნიშანი გაჩნდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „ერთხელ ნახვის“ ფუნქციის გამოყენება არ უშლის ხელს მიმღებს, მედია ფაილის პირველად გახსნისას, გადაუღოს ეკრანს ფოტო, ან ვიდეო. ასე რომ, ნუ გაუგზავნით პირად, კონფიდენციალურ ან სენსიტიურ ფოტოებს ან ვიდეოებს მათ, ვისაც ბოლომდე არ ენდობით.