როგორ გავხადოთ Windows Defender-ი (Windows-ის დამცავი) უფრო უსაფრთხო

An illustration of the Windows Defender icon as a human body with strong arms.

გაფრთხილება: ეს სტატია შემუშავებულია Windows-ის სისტემის “საშუალო” და “მაღალი” გამოცდილების მქონე მომხმარებლებისათვის. ამ ინსტრუქციებს თუ დაიცავთ, თქვენს კომპიუტერში ზოგიერთმა აპლიკაციამ შეიძლება ისე აღარ იმუშაოს, როგორც ამას მოელით. თუ ეს არ გხიბლავთ, ან უბრალოდ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ტექნიკურ უნარებში, მაშინ, გირჩევთ, შეეშვათ ამ ინსტუქციებს.

Windows Defender-ი (Windows-ის დამცავი)

Windows Defender-ი (ასევე ცნობილი როგორც Microsoft Defender-ი ანუ Microsoft-დამცავი) უკვე წლებია, ჩაშენებულია Microsoft Windows-ში. ადრე მავნე პროგრამებთან კარგად გამკლავებას ვერ ახერხებდა. თუმცა, ბოლო წლებია, უკვე შეგიძლიათ, Windows Defender-ი გაცილებით უსაფრთხო გახადოთ. ამისთვის საჭიროა, ჩართოთ ზოგიერთი ფუნქცია, რომლის შესახებაც ბევრმა რიგითმა მომხმარებელმა არ იცის. მათი ჩართვის შემთხვევაში, Windows Defender-ი ათი თავით სჯობნის თითქმის ყველა პოპულარულ ანტივირუსს.

ეს სტატია დაგეხმარებათ ამ ფუნქციების ჩართვაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ – Windows-ი არ რთავს ამ ფუნქციებს ნაგულისხმევად, იმის შიშით, რომ ეს ხელს შეუშლის აპლიკაციის თავსებადობას. ამ ფუნქციებს თუ ჩართავთ, ზოგიერთმა აპლიკაციამ შეიძლება სწორად აღარ იმუშაოს. საბედნიეროდ, Windows Defender-ის „ნორმალური“ მუშაობის აღდგენა ისეთივე მარტივია, როგორც მისი ჩაკეტვა. დამატებითი ფუნქციების ჩასართავად, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციებს.

ოპერაციული სისტემის მოთხოვნები

  • Windows 10 Professional -ი, Enterprise-ის 1709 ვერსია, ანდაც უფრო ახალი. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ Windows-ის რომელი ვერსია გაქვთ, დააწკაპუნეთ სტარტის ღილაკს> პარამეტრებს > სისტემას > სისტემის შესახებ. განყოფილებაში Windows-ის მახასიათებლები შეგიძლიათ შეამოწმოთ, Windows-ის რომელი გამოშვება და ვერსია აყენია თქვენს მოწყობილობაზე.
  • თუ თქვენ იყენებთ Windows 10 Home-ს, ეს ინსტრუქციები არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში, კომპიუტერის დასაცავად, მოგიწევთ, ცალკე შეიძინოთ სანდო ანტივირუსული პროგრამა.
  • ამ პარამეტრებიდან ბევრი არ იმუშავებს, თუ თქვენი Windows-ი დომენის ნაწილია და თქვენი სისტემურ ადმინისტრატორს დაყენებული აქვს ალტერნატიული პარამეტრები.

Microsoft Defender-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

  1. ჩამოტვირთეთ Configure Defender-ი, ან შეამოწმეთ მისი საწყისი კოდი აქ. ეს პროგრამა არის უბრალოდ გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი (GUI), რომელიც გაგიმარტივებთ Windows Defender-ის დაცვას.
  2. ჩამოტვირთვის შემდეგ, უბრალოდ დააწკაპუნეთ მასზე ორჯერ. შეგიძლიათ აირჩიოთ უსაფრთხოების ნებისმიერი პარამეტრი, მაგრამ მაქსიმალური დაცვისთვის გირჩევთ დააწკაპუნოთ დაცვის დონეს მაღალი და შემდეგ შეცვალოთ პარამეტრები ქვემოთ მოცემული სურათის შესაბამისად. ეს პარამეტრები იძლევა საერთო კარგ ბალანსს უსაფრთხოებასა და იმ დისკომფორტს შორის, რომელიც პარამეტრებმა შეიძლება შეგიქმნათ.
    • (მაღალი დაცვის დონის გარდა) უნდა აირჩიოთ: Windows-ის ადგილობრივი უსაფრთხოების უფლებამოსილების ქვესისტემიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვის დაბლოკვა (lsass.exe) – ჩართვა
    • PSExec-ისა და WMI-ის ბრძანებებიდან წარმოქმნილი პროცესის დაბლოკვა – ჩართვა
    • საქაღალდეებზე კონტროლირებადი წვდომა – ჩართვა
      Configure Defender settings
      Configure Defender settings
      Configure Defender settings
  3. ამ ცვლილებების ჩართვის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე დახურვა და გადატვირთეთ კომპიუტერი.

Windows Defender-ანტივირუსის შეცვლილი პარამეტრების გაუქმება

თუ ამ განხორციელების შემდეგ, თქვენ ვერ გახსნით ზოგიერთ აპლიკაციას, ყოველთვის შეგიძლიათ დააბრუნოთ Windows Defender-ი თავის საწყის პარამეტრებზე Configure Defender-ინსტრუმენტის ხელახლა გახსნით და დაწკაპუნებით ღილაკზე ნაგულისხმევი, შემდეგ კი ღილაკზე დახურვა. თქვენ უნდა გადატვირთოთ კომპიუტერი, რათა ეს ცვლილება შევიდეს ძალაში.

დამატებითი მითითებები (მესამე მხარე)