როგორ გავუფრთხილდეთ მონაცემებს ჩვენს მოწყობილობაზე

Illustration of a person keeping her phone chained and locked.

იმ ციფრულ მოწყობილობებზე, რომელსაც სამსახურითვის და პირადი საქმეებისთვის იყენებთ, ძალიან ბევრი თქვენი მონაცემი ინახება. თქვენი ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, გარე მყარი დისკი და ყველა ახლომდებარე USB დისკი ინახავს მონაცემებს ტექსტური დოკუმენტების, სურათების, ვიდეოების, აუდიო ჩანაწერების და სხვა სახით. ამ მოწყობილობებს შეიძლება ინახებოდეს ის ფაილებიც, რომელიც წაშლილი გგონიათ.

რა მოხდება, ვინმე თქვენს ფაილებში უთქვენოდ რომ შეძვრეს? რა მოხდება, თუ ვინმე მოიპარავს მოწყობილობას, თქვენი პირადი ან პროფესიული ფაილებით? რა მოხდება, თუ დაკარგავთ ასეთ მოწყობილობას? რა მოხდება, თუ მოწყობილობა დაზიანდება და თქვენ დაკარგავთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას? მიჰყევით ამ რჩევებს, თქვენთვის ღირებული მონაცემების დასაცავად.

1. ფიზიკურად დაიცავით თქვენი მოწყობილობები

ეს თითქოს თავისთავად ცხადია, მაგრამ თქვენი ციფრული მონაცემების დასაცავად, ერთ-ერთი საუკეთესო გზა მართლაც მოწყობილობისთვის გაფრთხილებაა. ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, ტაბლები, ვინჩესტერი, მეხსიერების ბარათი შეიძლება დაკარგოთ, ან მოგპარონ. ეს თუ მოხდა, მოწყობილობის მპოვნელს ვწდომა ექნება ყველა იმ პირად მონაცემზე, რომელსაც შიგნით ინახავთ.

ამიტომაც, თუ თქვენს მოწყობილობას არ იყენებთ, შეინახეთ იგი უსაფრთხო და დაცულ ადგილას. ყურადღება მიაქციეთ გარე მეხსიერების ყველა მოწყობილობას, რომელსაც იყენებთ, მათ შორის ვინჩესტერებს, მიკროჩიპებს, USB მეხსიერების ბარათებს, ან, რეტროს მოყვარული თუ ხართ, CD-ებსა და DVD-ებსაც. შეინახეთ დაცულ ისინი ადგილას. გაგიკვირდებათ და, ისეთ ადგილებში სადაც მოწყობილობა შეიძლება მოგპარონ, ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. თუ უნდა იმოგზაუროთ, ან ესტრუმროთ ადგილს, სადაც მოგეთხოვებათ თქვენი ციფრული მოწყობილობების ჩაბარება (მაგალითად: აეროპორტები, სამთავრობო ოფისები და საელჩოები), მაშინ იქნებ, აჯობებს ისინი სახლში დატოვოთ? თუ ხშირად იყენებთ ლეპტოპს ნახევრად საჯარო ადგილებში, მაგალითად, სკოლებში, ქოვორქინგებში, ან კაფეებში, გირჩევთ, კენსინგტონის კაბელი იყიდოთ.

2. დაიცავით თქვენი მოწყობილობები პაროლით

თუ თქვენ ციფრულ მოწყობილობებს ძლიერი პაროლებით დაიცავთ, უფრო გაურთულებთ საქმეს მას, ვინც თქვენი პირადი მონაცემებით დაინტერესდება. მოწყობილობის დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, ასე მონაცემებსაც იცავთ (თუმცა მთლად ბოლომდე ვერ).

ყველა მოწყობილობაზე ჩართეთ ეკრანის ავტომატური დაბლოკვა ხანმოკლე უმოქმედების შემდეგ. დარწმუნდით, რომ იცით, როგორ უნდა დაბლოკოთ ეკრანი თქვენს მოწყობილობაზე და გააკეთეთ ეს გააკეთეთ ყოველ ჯერზე, როცა ტოვებთ მას.

3. დაშიფრეთ სენსიტიური ფაილები

გავიმეოროთ. ვთქვათ, დაკარგეთ მოწყობილობა, ან მოგპარეს. მას, ვის ხელშიც იგი აღმოჩნდება, შეეძლება გახსნას ყველა პირადი ფაილი, რომელსაც მოწყობილობაზე ინახავთ. თქვენს მოწყობილობებზე სენსიტიური მონაცემების დასაცავად, საუკეთო გზა მათი დაშიფვრაა. ეს მოწყობილობაზე არსებულ ყველა მონაცემს სრულიად წაუკითხავს ხდის. დაშიფრული მონაცემების წაკითხვა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც აქვს პაროლი, ან გაშიფრვის გასაღები.

Windows 10-სა და Mac-ზე მონაცემების დასაშიფრად, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

4. შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლი

მოწყობილობა თუ სხვას ჩაუვარდა ხელში, მან შეიძლება ნახოს ის, რაც არ გინდათ სხვებმა რომ ნახონ. მაგრამ ეს ერთადერთი რისკი არაა. თქვენ ასევე რისკავთ, დაკარგოთ წვდომა მნიშვნელოვან ფაილებზე, რომელთა ნაწილსაც ვერასდროს შეცვლით. მონაცემებს ასევე დაკარგავთ, მოწყობილობა თუ მწყობრიდან გამოვა, ან მავნე პროგრამის შეტევის შემდეგ დაიშიფრება.

ფაილების დაკარგვისგან თავი რომ დაიზღვიოთ, ამისთვის შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები. თუ ამაზე ხშირად ფიქრი გეზარებათ, თქვენს მოწყობილობას შეუძლია, ეს ავტომატურად გააკეთოს ხოლმე. Windows 10 და Macმოწყობილობებზე მონაცემთა ავტომატური სარეზერვო ასლების დასაყენებლად მიჰყევით ამ ინსტრუქციას.

5. გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამა და განაახლეთ თქვენი სისტემა

კარგი ანტივირუსული პროგრამა დაიცავს თქვენს მოწყობილობებს მავნე პროგრამებისგან, რომლებსაც შეუძლიათ მოგპარონ მონაცემები, დააზიანონ, ან გაანადგურონ ისინი. დარწმუნდით, რომ იყენებთ ლიცენზირებულ ანტივირუსულ პროგრამას. თუ Windows-ის მომხმარებელი ხართ, თქვენს ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებულია ეფექტური ანტივისურის – Microsoft Defender.

დარწმუნდით, რომ თქვენი ანტივირუსული პროგრამა და ოპერაციული სისტემა განახლებულია. გირჩევთ, ეს პროგრამა დააყენოთ ავტომატურად განახლების რეჟიმზე.

6. ფაილების უსაფრთხოდ წაშლა

ფაილების წაშლა თქვენს კომპიუტერზე, მობილურ მოწყობილობაზე ან გარე მეხსიერების მოწყობილობაზე რეალურად არ ნიშნავს ფაილების გაქრობას. მონაცემები რჩება მოწყობილობაზე და შესაძლებელია მისი აღდგენა. ერთადერთი გზა თქვენი ფაილების სამუდამოდ წაშლის უზრუნველსაყოფად არის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც გადაწერს წაშლილ მონაცემებს შემთხვევითი კოდით. თუ გაკეთებული გაქვთ თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები, გახსოვდეთ, რომ მოწყობილობებიდან მგრძნობიარე ფაილების წაშლა არ წაშლსთ ასლებს.

მიჰყევით ამ ინსტრუქციას, რათა დააინსტალიროთ და გაუშვათ BleachBit-ი, უფასო და ღია წყაროზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრადიციული მყარი დისკებიდან მონაცემების უსაფრთხოდ და სამუდამოდ წასაშლელად. სამწუხაროდ, თუ იყენებთ SSD დისკებს (ასევე ცნობილია როგორც ფლეშ დრაივები), სამწუხაროდ, მონაცემების უკვალოდ წაშლას ყოველთვის ვერ მოახერხებთ.

7. უსაფრთხოდ გადაყარეთ ძველი მოწყობილობები

თქვენი ძველი კომპიუტერის, მობილურის ან სხვა შესანახი მოწყობილობის გაყიდვამდე, გადამუშავებამდე ან გადაგდებამდე, დარწმუნდით, რომ არ ტოვებთ მასზე რაიმე პერსონალურ ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. გაასუფთავეთ თქვენი მოწყობილობა სანდო ხელსაწყოს გამოყენებით, რათა უსაფრთხოდ და სამუდამოდ წაშალოთ მონაცემები და დააბრუნოთ იგი ქარხნულ პარამეტრებზე.

თუ თქვენ ყრით ძველ CD-ებს, DVD-ებს, SSD-ის შესანახ მოწყობილობებს, USB დისკებს ან სხვა შესანახ მოწყობილობას, აჯობებს ისინი ფიზიკურად გაანადგუროთ, ჩაქუჩის, ან სხვა ხელსაწყოების გამოყენებით.

8. არ გააზიაროთ კონფიდენციალური მონაცემები

თქვენი სენსიტიური ან კონფიდენციალური მონაცემების დასაცავად საუკეთესო გზაა, ისინი არავის არ გაუზიაროთ. როცა ციფრულ ფაილებს სხვებს უზიარებთ, ამ მონაცემების უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი აღარ გაქვთ.

თუ თქვენ ონლაინ აზიარებთ სენსიტიურ, ან კონფიდენციალურ მონაცემებს, მეტი უსაფრთხოებისთვის მიჰყევით ამ ინსტურქციებს.