როგორ დავაინსტალიროთ და დავიწყოთ BleachBit-ის გამოყენება

მონაცემების წაშლა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც თქვენ აწკაპუნებთ ღილაკზე ,,წაშლა”, ფაილი ხვდება სანაგვე კალათაში და სრულად არ ქრება თქვენი მოწყობილობიდან. იგი რჩება თქვენს მოწყობილობაშიმანამ, სანამ ოპერაციულ სისტემას ახალი ფაილის ჩასაწერად არ დასჭირდება ადგილი, რომელიც უკავია ძველ ფაილს. სანამ ეს არ მოხდება, “წაშლილი” ფაილი რჩება თქვენს მოწყობილობაზე და მისი აღდგენა შეუძლია ყველას, ვისაც ამ საქმის გაეგება.
არსებობს უფასო ხელსაწყოები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მოწყობილობაზე ფაილების საიმედოდ გასანადგურებლად. ანუ მათი ბინარული მონაცემების ერთებისა და ნოლების შემთხვევითი კომბინაციებით შესაცვლელად. BleachBit-ი ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია, Windows-ისა და Linux-ისთვის. ის უსაფრთხოდ და სამუდამოდ შლის მონაცემებს თქვენი მყარი დისკიდან და მეხსიერების ბარათიდან.
სამწუხაროდ, თუ თქვენ იყენებთ SSD (Solid State Drive)-ს მქონე მოწყობილობას, მისი ყველა მონაცემის სამუდამოდ და უსაფრთხოდ წაშლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მონაცემების აღდგენა რომ გაართულოთ, შეგიძლიათ დაშიფროთ ეს მოწყობილობება.
დაიწყეთ BleachBit-ის გამოყენება
- ჩამოტვირთეთ BleachBit-ი ამ საიტიდან https://www.bleachbit.org/
- დააინსტალირეთ BleachBit-ი
-
გახსენით BleachBit-ი და აირჩიეთ ყველა მონაცემი, რომელსაც უსაფრთხოდ და სამუდამოდ წაშლას უპირებთ
გაითვალისწინეთ, რომ დროებითი ინტერნეტ ფაილების წაშლისას, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს მოწყობილობაზე დაინსტალირებული ყველა, ან ზოგიერთი ვებ ბრაუზერი. თქვენი ვებ ბრაუზერიდან დროებითი ინტერნეტ ფაილების წაშლა გამოგიყვანთ ყველა ვებ-საიტიდან. ამიტომ, კარგი იქნება თუ თქვენი ვებ ბრაუზერის პაროლებს შეინახავთ პაროლების მენეჯერში, სანამ დროებით ინტერნეტ ფაილებს წაშლიდეთ.
- ყველა საჭირო ვარიანტის არჩევის შემდეგ, დააწკაპუნეთ“გასუფთავება”-ს.