როგორ დავშიფროთ Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერი

A lock between a Windows computer and the globe.

თქვენს კომპიუტერზე პირადი მონაცემების დასაცავად, ყველაზე საიმედო გზა დისკის სრულად დაშიფვრაა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებული დასაშიფრი ხელსაწყოები. მაგრამ ეს ხელსაწყოები, დიდი ალბათობით, არ იმუშავებს თქვენს მოწყობილობაზე, სანამ მათ არ ჩართავთ.

გახსოვდეთ – დაშიფრვის რომელ ხელსაწყოსაც არ უნდა იყენებდეთ, თქვენი მონაცემები საიმედოდაა შენახული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ თქვენს მოწყობილობას ძლიერი პაროლით და დააყენებთ ავტომატური დაბლოკვის რეჟიმს უმოქმედობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ.

შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას დაშიფრვის მხარდაჭერა

ზოგიერთ ძველ მოწყობილობას არ აქვს დაშიფრვის მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ მასზე დაყენებულია Windows 10. იმის შესამოწმებლად, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას დაშიფრვის მხარდაჭერა, დააჭირეთ ღილაკს დაწყება გადადით პარამეტრები > სისტემა > შესახებ და ნახეთ, პანელის ბოლოში აქვს თუ არა მოწყობილობის დაშიფრვის პარამეტრი.

თუ თქვენ გაქვთ მოწყობილობის დაშიფრვის პარამეტრი, შეგიძლიათ ჩართოთ ის Microsoft-ის ანგარიშით. თუ ის უკვე ჩართულია, კიდევ რაიმეს გაკეთება საჭირო აღარ არის.

თუ მოწყობილობის დაშიფრვის პარამეტრი არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მოწყობილობას არ აქვს დაშიფრვის მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ BitLocker-ის სტანდარტული დაშიფრვა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows 10-ის თითქმის ყველა ვერსიისთვის.

BitLocker Settings

(ზემოთ გამოსახულ “სქრინზე” ჩანს ფანჯარა მოწყობილობის შესახებ , რომელსაც არ აქვს მოწყობილობის დაშიფრვის პარამეტრი. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობას არ აქვს დაშიფვრის მხარდაჭერა)

დაშიფვრის ჩართვა BitLocker-ით

BitLocker-ი არის დაშიფრვის ხელსაწყო, რომელიც ჩაშენებულია Windows 10-ის Professional-ის, Enterprise-სა და Education-ის გამოცემებში. ის ხელმისაწვდომი არ არის Windows 10 Home-ის მქონე კომპიუტერებზე. თუ ზუსტად არ იცით Windows-ის რომელი ვერსია გაქვთ,შეამოწმეთ ეს რესურსი.

BitLocker-ით დაშიფვრის ჩასართავად, დარწმუნდით, რომ შესული ხართ თქვენს Windows მოწყობილობაში ადმინისტრატორის ანგარიშით. აირჩიეთ ღილაკი დაწყება და შემდეგ Windows System-ისქვეშ, აირჩიეთ Control Panel. Control Panel-ში, აირჩიეთ სისტემა და უსაფრთხოება (თუ ვერ ხედავთ, დარწმუნდით, რომ “View by” დაყენებულია “Category”-ზე), გადადით BitLocker Drive Encryption > Manage BitLocker. აირჩიეთ BitLocker-ის ჩართვა და მიჰყევით ინსტრუქციებს.

BitLocker on Control Panel

Turn on BitLocker

BitLocker რომ დაყენდება, სულ პირველ დაშიფრვას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მოცულობის ფაილები გაქვთ შენახული კომპიუტერში. თუმცა შეგიძლიათ, ჩვეულებრივად გამოიყენოთ კომპიუტერი, სანამ დისკის დაშიფრვა ხდება.

თუ თქვენ System and Security-ის პანელში, არ გაქვთ პარამეტრი BitLocker Drive Encryption-ის, შესაძლოა თქვენს მოწყობილობას არ ჰქონდეს TPM (Trusted Platform Module) ჩიპი, რომელსაც Windows-ი დაშიფრვისთვის იყენებს. ამის შესამოწმებლად აირჩიეთ ღილაკიდაწყება და Windows Administrative Tools-ის ქვეშ, აირჩიეთ სისტემის ინფორმაცია. გადადით სისტემის ინფორმაციის ფანჯრის ბოლოში და იპოვეთ მოწყობილობის დაშიფრვის მხარდაჭერა.

Device Encryption Support

თუ ღილაკის მოწყობილობის დაშიფრვის მხარდაჭერა-სგვერდით გიჩვენებთ, რომ (“TPM გამოუყენებელია”), ეს ნიშნავს, რომ თქვენს მოწყობილობას არ აქვს TPM ჩიპი. BitLocker Encryption-ის ჩართვა შესაძლებელია ჩიპის გარეშეც. ამის შესახებ წაიკითხეთ აქ.