როგორ ვისაუბროთ Telegram-ზე უსაფრთხოდ

An illustration of a woman using her phone with the Signal logo next to the phone.

მესენჯერი Telegram-ი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ამისდა მიუხედავად, იგი არ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც მისი მომხმარებლების უმეტესობას წარმოუდგენია. დასაწყისისათვის გეტყვით, რომ ჩვეულებრივი Telegram-ჩატები ორმხრივად დაშიფრული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია აძლევს საშუალებას ორ ადამიანს საუბრისას გამოიყენონ ორმხრივად დაშიფრული არხი, ეს ფუნქცია არ არის წინასწარ ნაგულისხმევი. აგრეთვე, ის არ არის ხელმისაწვდომი ჯგუფური ჩატებისთვის. Telegram-ს ასევე აქვს წვდომა მისი მომხმარებლების ყველა კონტაქტზე. იგი აგროვებს მათ მეტამონაცემებს, IP-მისამართებს, და ყველა დეტალს მათი მოწყობილობების შესახებ. და ბოლოს, ჯგუფური ჩატები და არხები Telegram-ზე არ არის ბოლომდე დაცული.

ამ რისკების მიუხედავად, Telegram-ზე დარჩენა გადაწყვიტეთ? მაშინ გეტყვით, რომ აპლიკაციაში ვინმესთვის შეტყობინების გაგზავნის ყველაზე უსაფრთხო გზაა საიდუმლო ჩატების გამოყენება. ამასთან, შესაბამის ფუნქციას თუ ჩართვავთ, შეტყობინებები თვითგანადგურდება მას შემდეგ, რაც ადრესატი მათ წაიკითხავს.

გამოიყენეთ საიდუმლო ჩატები

Telegram-ზე თქვენი შეტყობინებების დასაცავად საუკეთესო გზაა საიდუმლო ჩატების გამოყენება, რომლებიც ორმხრივად არის დაშიფრული. როგორც ზემოთ გითხარით, საიდუმლო ჩატები Telegram-ის ყველა ჩატში ნაგულისხმევად გამორთულია.

საიდუმლო ჩატის დასაწყებად აირჩიეთ კონტაქტი, ვისთანაც გსურთ საუბარი და გახსენით მისი პროფილი სათაურში მომხმარებლის სურათზე დაწკაპუნებით.

Choosing a user on Telegram for additional chat features.

შეეხეთ სამ წერტილოვან სიმბოლოს მომხმარებლის სახელის გვერდით და აირჩიეთ საიდუმლო ჩატის დაწყება ჩამოსაშლელ მენიუში.

Starting a secret chat with a friend on Telegram.

დაადასტურეთ არჩევანი დაწყების ღილაკზე დაწკაპუნებით. საიდუმლო ჩატის დაწყების შემდეგ, მის სათაურში დაინახავთ პატარა ბოქლომის ხატულას მომხმარებლის სახელის გვერდით.

Confirm to start a secret chat on Telegram.

დააყენეთ საუბრის თვითგანადგურების ტაიმერი

თქვენი შეტყობინებები წაკითხვისთანავე რომ განადგურდეს, გახსენით ჩატი, რომელშიც გსურთ გამოიყენოთ ეს ფუნქცია. საიდუმლო ჩატები ინსტაგრამის ჩვეულებრივი ჩატებისგან განსხვავდება პატარა ბოქლომის ხატულათი, რომელიც ჩნდება მომხმარებლის სახელის გვერდით. ხატულაცა და მომხმარებლის სახელიც ჩანს მწვანედ. საიდუმლო ჩატის გახსნის შემდეგ, დააწკაპუნეთ საათის ხატულაზე (შეტყობინებების ველში iOS-ზე ან ზედა პანელზე Android-ზე).

Accessing the self-destruct timer on Telegram.

აირჩიეთ დროის სასურველი ლიმიტი (ერთი წამიდან ერთ კვირამდე). შეტყობინების ველში თქვენ იხილავთ საიდუმლო ჩატისთვის განსაზღვრულ დროის ლიმიტს.

Setting the self-destruct time on Telegram.

შეტყობინებების თვითგანადგურების ტაიმერი იწყებს ათვლას იმ მომენტიდან, როდესაც შეტყობინება გამოჩნდება მიმღების ეკრანზე (შეტყობინებების ქვეშ დაინახავთ ორ ნიშანს). როგორც კი დრო ამოიწურება, შეტყობინება გაქრება ორივე მოწყობილობიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საიდუმლო ჩატებში თვითგანადგურების ტაიმერი არ იმოქმედებს მის ჩართვამდე გაგზავნილ შეტყობინებებზე.

ფრთხილად იყავით screenshot-ებთან (ეკრანისისთვის სურათის გადაღებასთან)

საიდუმლო ჩატს როცა იყენებთ, Telegram-ი ცდილობს დააფიქსიროს ეკრანის გადაღება და ამის შესახებ შეგატყობინოთ.

Screenshot detection and notification on Telegram.

სამწუხაროდ, ეს ფუნქცია Android-ის ზოგიერთ მოწყობილობაზე ყოველთვის არ მუშაობს. ასევე ვერასოდეს გაიგებთ, თუ თქვენი ადრესატი თავის ეკრანს სხვა მოწყობილობით უღებს სურათს. ასე რომ, ნუ გაუგზავნით პირად, კონფიდენციალურ ან სენსიტიურ შეტყობინებებს მათ, ვისაც ბოლომდე არ ენდობით.