როგორ გავაკეთოთ Mac-ის სარეზერვო ასლი

Illustration of someone holding a lock and a MacBook computer in front of her.

მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მშვიდად იყოთ – თქვენს მოწყობილობას რაც არ უნდა დაემართოს, მონაცემებს აღარ დაკარგავთ. სარეზერვო ასლები იქმნება მონაცემების გადმოკოპირებით მყარ დისკზე, გარე მეხსიერების ბარათზე, ან cloud-ის სარეზერვო სერვისზე. თქვენ გაქვთვარიანტებითუ სად შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი სარეზერვო ასლები.

თქვენზეა დამოკიდებული, მთელ მყარ დისკს დააკოპირებთ, თუ მხოლოდ კონკრეტულ ფაილებს, ან საქაღალდეებს. ასევე თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად ხშირად გსურთ შექმნათ მონაცემების სარეზერვო ასლები. რაც უფრო ხშირად ქმნით ასლებს, მით უფრო დაცულია თქვენი მონაცემები. ყველაზე მარტივი გზაა თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლების ავტომატურად შექმნა.

თქვენს Mac-ზე ფაილების სარეზერვო ასლის შესაქმნელად უმარტივესი გზაა გამოიყენოთ ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოჰყვება ოპერაციულ სისტემას. არსებობს სხვა პროგრამებიც. ზოგი მეტ უსაფრთხოებას იძლევა, მაგრამ თან ფასიანია.

სარეზერვო ასლის შექმნა Time Machine-ით

MacOS-ს აქვს Time Machine-ის ფუნქცია, რომელიც ავტომატურად ქმნის კონკრეტული ფაილების სარეზერვო ასლებს თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ მოწყობილობაზე. მის დასაყენებლად Mac-ს დაუკავშირეთ გარე მეხსიერების მოწყობილობა. მოწყობილობის დაკავშირების შემდეგ გახსენით Apple-ის მენიუ > სისტემის პრეფერენციები, შემდეგ დააწკაპუნეთ Time Machine-ზე.

macOS Time Machine

დაწკაპუნების შემდეგ აირჩიეთ სარეზერვო ასლის შესაქმნელი დისკი და აირჩიეთ გარე მეხსიერების მოწყობილობა, სადაც ასლებს შეინახავთ. Time Machine-ი დაიწყებს თქვენი ფაილების სარეზერვო ასლის შექმნას. შეგიძლიათ გააგრძელოთ Mac-ის გამოყენება მაშინაც კი, როდესაც სისტემა მუშაობს სარეზერვო ასლების შექმნაზე.

Selecting a backup disk on macOS Time Machine

თუ აირჩევთ სარეზერვო ასლის ავტომატურად შექმნას, სისტემა პერიოდულად გააკეთებს სარეზერვო ასლებს ისე, რომ შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ. ყველაზე დიდი დრო სარეზერვო ასლის პირველად შექმნას დასჭირდება. შემდგომ სარეზერვო ასლები უფრო სწრაფად იქნება მზად. Time Machine შექმნის მხოლოდ იმ ფაილებს, რომლებიც შეიცვალა ბოლო სარეზერვო ასლის გაკეთების შემდეგ.

Backup Automatically check box on macOS Time Machine

სარეზერვო ასლის “ხელით” შესაქმნელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Time Machine-ის მენიუ (ისრის საპირისპიროდ მომუშავე საათის ხატულა) მენიუს ზოლში (აირჩიეთ დარეზერვება ახლა). შეამოწმეთ სარეზერვო ასლის სტატუსი ან გააუქმეთ მიმდინარე სარეზერვო ასლის შექმნა.

ნაგულისხმევად, Time Machine ინახავს ყველაფერს თქვენს მყარ დისკზე. კონკრეტული საქაღალდეების გამოსარიცხად, გახსენით Time Machine-ის პრეფერენციები და აირჩიეთ პარამეტრები. სარეზერვო ასლიდან კონკრეტული ფაილების გამოსარიცხად დააწკაპუნეთ დამატების ღილაკს (+) გადადით იმ ფილზე, რომლის წაშლაც გსურთ და დააწკაპუნეთ ღილაკს გამორიცხვა. იმისთვის, რათა კვლავ შექმნათ საქაღალდის სარეზერვო ასლი, აირჩიეთ საქაღალდე და დააწკაპუნეთ წაშლის () ღილაკს.

Selecting Options on macOS Time Machine

Excluding items from a backup on macOS Time Machine

Exclude button in the items selection window for macOS Time Machine

სარეზერვო ასლის შექმნა iCloud-ით

Apple-ის ყველა მოწყობილობას აქვს iCloud-ის ჩაშენებული ონლაინ საცავი. ამ სერვისის გამოყენება საქმეს გიმარტივებთ – ყოველ ჯერზე, როცა დაგჭირდებათ სარეზერვო ასლების შექმნა, აღარ მოგიწევთ, მიურთოთ გარე მეხსიერების მოწყობილობა თქვენს Mac-ს. თუ თქვენ შესული ხართ iCloud-ში, ის ავტომატურ რეჟიმში ინახავს თქვენს ფოტოებს, კონტაქტებს, კალენდრებს, შენიშვნებს და სხვა.

iCloud-ის პარამეტრების კონფიგურაციისთვის გახსენით Apple მენიუ > სისტემის პრეფერენციები , შემდეგ დააწკაპუნეთ Apple ID > iCloud. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი აპები, როგორიცაა Photos, Notes და iCloud Drive, რომელთა გამოყენებაც გსურთ iCloud-თან ერთად.

Apple ID on macOS System Preferences

iCloud option on Apple ID on macOS System Preferences

iCloud-ი შექმნილია თქვენი ფოტოების, კონტაქტების, კალენდრების, შენიშვნებისა და პაროლების შესანახად. თუ გსურთ iCloud-ზე სხვა ტიპის ფაილების სარეზერვო ასლის შექმნა, შეგიძლიათ გამოიყენოთ iCloud Drive. iCloud Drive არის ღრუბლოვანი სერვისი Apple-ის მოწყობილობებიდან ფაილების შესანახად. ის საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახოთ ყველა სახის დოკუმენტი, გახსნათ ისინი ნებისმიერი კომპიუტერიდან (Mac, Windows), და ასევე iOS და iPadOS მოწყობილობებიდან. iCloud Drive-ს შეუძლია ავტომატურად შექმნას თქვენს სამუშაო მაგიდაზე და დოკუმენტების საქაღალდეებში არსებული ყველა ფაილის სარეზერვო ასლი.

iCloud Drive-ის გამოყენება რომ შეძლოთ ჯერ უნდა დააყენოთ ის. Mac-ზე დასაყენებლად აირჩიეთ Apple მენიუ > სისტემის პრეფერენციები, დააწკაპუნეთ Apple ID-ს, შემდეგ გვერდითა ზოლზე აირჩიეთ iCloud-ი . აირჩიეთiCloud Drive.

Checking iCloud Drive checkbox in iCloud settings

iCloud-ის ყველა მომხმარებელი იღებს 5GB-ის უფასო ონლაინ მეხსიერებას. ეს ეხება ყველაფერს, რასაც შეინახავთ iCloud-სა და iCloud Drive-ში. თუ მეტი ადგილი გჭირდებათ, მაშინ უნდა შეიძინოთ განახლებული მეხსიერების გეგმა ან აირჩიოთ სხვა სარეზერვო სერვისი.

სარეზერვო ასლის შექმნა გარე აპებით

თუ არ ხართ კმაყოფილი თქვენს Mac-ში ჩაშენებული სარეზერვო ფუნქციებით, ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ გარე აპები. მაგალითად: Backblaze, Carbonite, Dropbox ან Google Drive. გარე სარეზერვო პროგრამის ყიდვისას, დარწმუნდით, რომ სრულად ენდობით მას და იცით, როგორ ამუშავებს ის თქვენს მონაცემებს. გარე სარეზერვო აპის დასაყენებლად, მიჰყევით თანდართულ ინსტრუქციას.