ციფრული მონაცემები 101: რა ხილია და როდის ხდება პირადი

Illustration of a person showing him doing many tasks on computer.

ციფრული მონაცემები ჩვენს ირგვლივაა. ყოველ ჯერზე, როცა უყურებთ ვიდეოს, კითხულობთ რაღაცას ონლაინ ან, მოგდით იმეილი, თქვენ მოიხმართ სხვების მიერ შექმნილ მონაცემებს. და ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს წერთ, დოკუმენტში მუშაობთ, ან აქვეყნებთ რამეს სოცქსელში, თავად ქმნით საკუთარ მონაცემებს.

სამყაროში, სადაც ლამის ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, ეს მონაცემები ძალიან ღირებულია. ამ მონაცემებს აგროვებენ, აანალიზებენ, და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად იმისთვის, რომ მოგყიდონ ათასი წვრილმანი, ან მოგპარონ ფული. თქვენთვის ღირებული მონაცემები რომ დაიცვათ, უნდა გაერკვეთ, რა არის მონაცემები, მათ როგორ ქმნით და შლით, და ვის უნდა მათი ხელში ჩაგდება.

რა არის ციფრული მონაცემები?

ციფრული არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დამუშავებულია, ან შენახულია კომპიუტერზე, სმარტფონზე, თუ მეხსიერების ბარათზე. თქვენ ქმნით და მოიხმართ ამ ინფორმაციას ტექსტური დოკუმენტების, ვიდეოების, აუდიო ფაილების, სურათების, პროგრამული უზრუნველყოფის სახით და ა.შ. თუმცა, საკითხს ბოლომდე თუ გავამარტივებთ, ყველა ეს მონაცემი შედგება ერთიანებისა და ნოლებისაგან. იგივე ბინარული მონაცემებისგან.

ყველა კომპიუტერი და სმარტფონი ამ ფორმატს იყენებს, ამიტომაც ციფრული მონაცემების შექმნა, დამუშავება და შენახვა შესაძლებელია ნებისმიერ მსგავს მოწყობილობაზე. ის ასევე შეიძლება გადაიცეს ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, ან ხელმისაწვდომი გახდეს მილიონობით სხვა მომხმარებლისთვის ინტერნეტში.

ზოგიერთი პერსონალური მონაცემის საიმედოდ შენახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, თქვენი დაბადების თარიღის, მისამართსი, პასპორტის ნომრის, მართვის მოწმობის ნომრის, საბანკო ანგარიშის, სამედიცინო ისტორიის და ა. შ. ეს პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაციაა, ანუ ნებისმიერი მონაცემი, რომლითაც თქვენი ამოცნობა შეიძლება.

ციფრული მონაცემების შექმნა

ყოველ ჯერზე, როცა იყენებთ კომპიუტერს ან მობილურს, თქვენ ქმნით მონაცემებს. ამ მონაცემების ნაწილი შეგიძლიათ მარტივად ნახოთ. მაგალითად, როდესაც ქმნით ახალ Word-ის დოკუმენტს, აქვეყნებთ რაღაცას სოციალურ მედიაში, ან იღებთ სურათს მობილური ტელეფონით.

გაცილებით რთული სანახავია იმ მონაცემების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, ციფრული მოწყობილობის გამოყენებით ქმნით. მაგალითად, თქვენი კომპიუტერი ინახავს დეტალურ ჩანაწერებს იმაზე, დროის რა მონაკვეთში იყენებთ მას და კონკრეტულ აპლიკაციებს. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი აკვირდება, რომელ ვებ-გვერდებზე შედიხართ, თითოეულზე რამდენ დროს ატარებთ, იქ რაზე აწკაპუნებთ და იქიდან რას იწერთ. ფოტოს ყველა გადაღებაზე, სმარტფონი იმახსოვრებს, სად და როდის მოხდა ეს. თუ ზუსტად არ იცით, სად უნდა ეძებოთ, ამ მონაცემებს ვერ დაინახავთ.

ციფრული მონაცემების წაშლა

მონაცემების წაშლა არც ისე ადვილია. ,, წაშლაზე” დაწკაპუნებით, ფაილს აგდებთ სანაგვე კალათაში. იქ ოპერაციული სისტემა მას რაღაც დროით შეინახავს. ამ ფაილს მარტივად იპოვის ყველა, ვისაც ექნება წვდომა თქვენს მოწყობილობაზე.

მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენ ასუფთავებთ სანაგვე კალათას, ან შლით ფაილებს მისი გვერდის ავლით, ისინი მაინც არ ქრება თქვენი მოწყობილობიდან. როდესაც წაშლით ფაილებს, მოწყობილობის ოპერაციული სისტემა იღებს სიგნალს, რომ ეს ფაილები აღარ გჭირდებათ და წყვეტს მათ ჩვენებას. სინამდვილეში ოპერაციული სისტემა არ აქრობს ამ ფაილებს. იმ სივრცეს, რომელსაც ძველი ფაილები იკავებდნენ მოწყობილობის მყარ დისკზე, იგი მონიშნავს, როგორც ხელმისაწვდომს. მხოლოდ მაშინღა, როდესაც ეს სივრცე სხვა რამისთვის გახდება საჭირო, ოპერაციული სისტემა წაშლილი ფაილებს ბინარულ მონაცემებს ზემოდან ახალს გადააწერს. ეს სანამ მოხდება, “წაშლილი” ფაილები რჩება თქვენს მოწყობილობაზე. მათი აღდგენა არც ისე რთულია.

არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც შეძლებთ, საიმედოდ გაანადგუროთ ფაილები თქვენს მოწყობილობაზე. ანუ წაშალოთ ისინი და შეცვალოთ მათი ბინარული მონაცემები ერთებისა და ნულების შემთხვევითი კომბინაციებით. ეს ინსტრუქცია აგიხსნით, თუ როგორ დააინსტალიროთ და გამოიყენოთ BleachBit-ი. ის უფასო ინსტრუმენტია, რომელიც საიმედოდ და სამუდამოდ წაშლის მონაცემებს თქვენი მყარი დისკიდან.

ინტერნეტში გაზიარებული მონაცემების წაშლა გაცილებით რთულია. გინდ აქვეყნებდეთ ფოტოებს სოციალურ ქსელში, გინდ რეგისტრირდებოდეთ ელ. ფოსტით სხვადასხვა სერვისებზე, გინდ აზიარებდეთ დოკუმენტებს შეტყობინებების აპლიკაციების საშუალებით, გინდა აგზავნიდეთ ვიდეოებს ფაილების გამაზიარებელი საიტებით, ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ იმას, ვის ექნება ამ მონაცემების ასლები.

ვის უნდა თქვენი მონაცემების “დათრევა”

ზუსტად არასოდეს იცით, ვის დააინტერესებს თქვენს მოწყობილობებზე არსებული მონაცემები. ინდივიდებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს თქვენს მონაცემებზე წვდომა სხვადასხვა მიზნით შეიძლება უნდოდეთ. მაგალითად, საბანკო მონაცემების, ან ფოტოებისა და ვიდეობის მოსაპარად, რათა შემდეგ დაგაშანტაჟონ. რახანაც ზუსტად იცით, ვინ და რატომ შეიძლება დაინტერესდეს თქვენი ინფორმაციით, ყოველთვის იზრუნეთ, რომ თქვენი კომპიუტერი, მობილური და ფაილების შესანახი მოწყობილობები საიმედოდ იყოს დაცული.

გარდა ამისა, უამრავ ინფორმაციას ტოვებთ ინტერნეტში კომპიუტერის ან მობილურის გამოყენებისას. დარწმუნდით, რომ გესმით რა სახის ინფორმაციას ავრცელებთ ონლაინ ყოფნისას, როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება და რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ონლაინ კვალის შესამცირებლად.