ჩვენს შესახებ

An illustration of a woman holding various electronic devices such as smartphones, laptops, and tablets.

ციფრული უსაფრთხოება ზოგადი ტერმინია და ნიშნავს ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს. CyberSTAR-ის ქსელი ეხმარება პატარა ორგანიზაციებს და ინდივიდებს გაიაზრონ, შეისწავლონ და მართონ საკუთარი ციფრული უსაფრთხოება. მას 6 თემატურ მიმართულებად ვანაწილებთ: ციფრული რისკები, ციფრული იდენტობა, პაროლები, მოწყობილობები, მონაცემები და კომუნიკაცია. გვიკითხეთ, რათა დაიცვათ თავი მონაცემების დაკარგვისა და კიბერდამნაშავეებისგან.
საიტი შექმნილია პროექტ CyberStar-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, დაეხმაროს სამოქალაქო ორგანიზაციებს და მათ თანამშრომლებს ევრაზიის რეგიონში, დაიცვან საკუთარი ოპერაციები, ინფორმაცია, კომუნიკაცია და ბენეფიციარები კიბერსაფრთხეებისა და მონაცემების დაკარგვისგან.
თუკი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობთ და გინდათ, გააძლიეროთ მისი ციფრული უსაფრთხოება, შესაძლოა თქვენი დახმარება შეგვიძლია. ვრცლად იმაზე, თუ ვის ვეხმარებით, და როგორ შეგიძლიათ ამ დახმარების მიღება, წაიკითხეთ აქ. თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ციფრულ უსაფრთხოების სხვებისთვის სწავლებას, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელებში.