ციფრული უსაფრთხოების სახელმძღვანელო

CyberSTAR

ციფრული უსაფრთხოება ზოგადი ტერმინია და ნიშნავს ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს. CyberSTAR-ის ქსელი ეხმარება პატარა ორგანიზაციებს და ინდივიდებს გაიაზრონ, შეისწავლონ და მართონ საკუთარი ციფრული უსაფრთხოება. მას 6 თემატურ მიმართულებად ვანაწილებთ: ციფრული რისკები, ციფრული იდენტობა, პაროლები, მოწყობილობები, მონაცემები და კომუნიკაცია. გვიკითხეთ, რათა დაიცვათ თავი მონაცემების დაკარგვისა და კიბერდამნაშავეებისგან.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

ციფრული რისკები ხატულა ციფრული რისკები

ციფრული რისკები სხვადასხვანაირია. მაგალითად, ონლაინ ბევრს თქვენი მოტყუება უნდა. ეს შეიძლება გააკეთონ სოციალური ინჟინერიის (ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაციის), ფიშინგის და მალვეარების მეშვეობით. მართალია ამ რისკების ბოლომდე გაქრობა არ გამოვა, მაგრამ მათი საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია, თუკი ციფრულ ჰიგიენასა და საღ აზრს მოუხმობთ.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

ციფრული იდენტობა ხატულა ციფრული იდენტობა

ციფრული იდენტობა ის ინფორმაციაა, რომელიც ონლაინ არსებობს ცალკეული ადამიანებისა და ორგანიზაციების შესახებ. ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერნეტში შედიხართ, სულ ერთია, რომელი მოწყობილობიდან, თქვენ დიდი რაოდენობით მონაცემებს ტოვებთ. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ თქვენთვის რეკლამების უკეთ “დასამიზნებლად”, თქვენზე სათვალთვალოდ, ან სოციალური ინჟინერიით თქვენთვის თავ-გზის ასაბნევად.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

საუბრები ხატულა საუბრები

გინდ თავისუფალ, გინდ სამუშაო დროს სხვებთან კომუნიკაცია გვიწევს ელექტონული ფოსტის, მესენჯერების, აუდიო და ვიდეო ზარების საშუალებით. ბოროტმოქმედები ცდილობენ, წვდომა მიიღონ ამ საუბრებზე და მოიპარონ თქვენი სენსიტიური ინფორმაცია. მას შემდეგ გამოიყენებენ თაღლითობისთვის, შანტაჟისთვის, დაშინებისთვის, ან თქვენი ვინაობის მოსაპარად. თქვენი საუბრების დასაცავად პირველი ნაბიჯია დაცული და დაშიფრული საკომუნიკაციო არხების გამოყენება.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

მოწყობილობები ხატულა მოწყობილობები

ციფრული მოწყობილობები - პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, პლანშეტები და სმარტფონები - გეხმარებათ კომუნიკაციაში, ინტერნეტის გამოყენებაში, მონაცემების შექმნა-შენახვა-გაზიარებაში. მათმა დაკარგვამ, მოპარვამ, ან “გატეხვამ” შეიძლება სერიოზული პერსონალური, პროფესიონალური, ფინანსური და რეპუტაციული ზარალი მოგვიტანოთ. ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია იმის ცოდნაც, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ციფრული მოწყობილობები.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

მონაცემები ხატულა მონაცემები

პირადი მიმოწერით დაწყებული, კონფიდენციალური სამუშაო ფაილებით დამთავრებული - ჩვენ ვქმნით და ვინახავთ ძალიან ბევრ ღირებულ და სენსიტიურ მონაცემს. მათმა დაკარგვამ შეიძლება დააზიანოს თქვენი რეპუტაცია. მეტიც, შესაძლოა მოგიხდეთ სერიოზული ფინანსური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფასურის გადახდა. მნიშვნელოვანი და სენსიტიური მონაცემების დაცვა არასასურველი წვდომისგან, მოპარვისგან, ან დაზიანებისგან - ესეც ციფრული უსაფრთხოებაა.

ვრცლად
Close A line styled icon from Orion Icon Library.

პაროლები ხატულა პაროლები

ინდივიდები და ორგანიზაციები იყენებენ პაროლებს მნიშვნელოვანი ანგარიშების, მოწყობილობების, ქსელების და მონაცემების დასაცავად. ამ დროს, ბოროტმოქმედებები მუდმივად იგონებენ ახალ გზებს პაროლების გამოსაცნობად, ან მათ მოსაპარად. ძლიერი პაროლების შექმნა, მათი უსაფრთხოდ მართვა და ორნაბიჯიანი ვერიფიკაციით (2FA) მათი გაძლიერება, კრიტიკული ნაბიჯებია ციფრული უსაფრთხოების დასაცავად.

ვრცლად